1. მხარეები აღიარებენ, კონკურენციის სფეროში, სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

2. მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეები ითანამშრომლებენ შეტყობინების, კონსულტაციებისა და ინფორმაციის გაცვლის გზით.

3. მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, არსებული ადმინისტრაციული რესურსის ფარგლებშ