1. წინამდებარე თავი არ გულისხმობს მხარეთა კონკურენციის აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ისეთი ინფორმაციის გაზიარებას, თუ ეს ეწინააღმდეგება მხარის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, რეგულაციებსა და მნიშვნელოვან ინტერესებს.

2. მხარეები უზრუნველყოფენ ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობას, რომელიც მეორე მხარის მიერ მიეწოდათ კონფიდენციალური ინფორმაციის სახით. მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ ინფორმაციას:

(a) ვალდებულია გამოიყენოს იგი მხოლოდ მოთხოვნის დროს განსაზღვრული მიზნებისთვის, თუ ინფორმაციის გამცემი მხარისგან მიღებული ექნება შესაბამისი ნებართვა;

(b) ვალდებულია, არ გაამჟღავნოს მიღებული ინფორმაცია ნებისმიერ სხვა ორგანოსთან, ერთეულთან ან პირთან, რომელიც არ არის უფლებამოსილი პირი, ინფორმაციის გამცემი მხარის კონკურენციის აღმასრულებელი ორგანოსგან;

(c) ვალდებულია, შეასრულოს ინფორმაციის გამცემი მხარის კონკურენციის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა პირობ