წინამდებარე თავი არ გულისხმობს მხარეთა კონკურენციის აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ისეთი ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც ეწინააღმდეგება მხარის კანონმდებლობას, მარეგულირებელ აქტებს, მნიშვნელოვან ინტერესებს ან მე-5 მუხლის (გამჭვირვალობა) მე-3 პუნქტს.
მხარეები უზრუნველყოფენ ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობას, რომელიც მეორე მხარის მიერ მიეწოდათ, კონფიდენციალური ინფორმაციის სახით. მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ ინფორმაციას:
ვალდებულია გამოიყენოს იგი მხოლოდ მოთხოვნის დროს განსაზღვრული მიზნებისთვის, თუ ინფორმაციის გამცემი მხარისგან მიღებული ექნება შესაბამისი ნებართვა;
ვალდებულია არ გაამჟღავნოს მიღებული ინფორმაცია ნებისმიერ სხვა ორგანოსთან, ერთეულთან ან პირთან, რომელიც არ არის უფლებამოსილი პირი, ინფორმაციის გამცემი მხარის კონკურენციის აღმასრულებელი ორგანოსგან;
ვალდებულია, შეასრულოს ინფორმაციის გამცემი მხარის კონკურენციის აღმასრულებელი ორგანის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა პირობ