მხარეები აღიარებენ, კონკურენციის სფეროში, სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეები ითანამშრომლებენ შეტყობინების, კონსულტაციებისა და ინფორმაციის გაცვლის გზით.

მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ თავიანთი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების შესაბამისად, არსებული ადმინისტრაციული რესურსის ფარგლებში. მეტი სიცხადისთვის,  ჰონგ კონგ, ჩინეთის, შემთხვევაში, მისი კომპეტენცია გულისხმობს ისეთ უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს, რომელთა განხორციელება მას შეუძლია დამოუკიდებლად საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისა