კონკურენციის კანონის აღსრულების პროცესში თითოეული მხარე უზრუნველყოფს გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და პროცედურული სამართლიანობის პრინციპების დაცვას.

კონკურენციის კანონის აღსრულების პროცესში, თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს როგორც ამ შეთანხმების მონაწილე, ისე არახელშემკვრელი მხარის მიმართ თანაბარი მოპყრობა მსგავს ვითარებაში.

თითოეული მხარე უზრუნველყოფს პირის უფლებას, თავის დაცვის მიზნით, წარმოადგინოს მოსაზრებები ან მტკიცებულებები, მანამ, სანამ მოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ ქმედება არღვევს კონკურენციის კანონმდებლობას, ან სანამ პირს დაეკისრება სანქცია ან სხვა ზომები კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისათვის.

თითოეული მხარე უზრუნველყოფს იმ პირის შესაძლებლობას, რომელსაც კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისათვის დაეკისრა სანქცია ან სხვა ზომები, მოითხოვოს მათი გადახედვა, შესაბამისი მხარის კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების შესაბამისა