წინამდებარე თავის მიზნებისთვის:
ანტიკონკურენციული ბიზნესქმედებები ნიშნავს ისეთი ტიპის ბიზნესაქტივობას ან ტრანზაქციას, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების ფუნქციონირებას, იმდენად, რამდენადაც მან შესაძლოა გავლენა იქონიოს მხარეებს შორის ვაჭრობაზე, კერძოდ:
საწარმოებს შორის შეთანხმებები, საწარმოების ასოციაციების გადაწყვეტილებები და შეთანხმებული ქმედებები, რომელთა მიზანი ან შედეგია რომელიმე მხარის სივრცეში ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან აკრძალვა;
ერთი ან რამდენიმე საწარმოს მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც გამოიხატება რომელიმე მხარის სივრცეში ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე კონკურენციის შეზღუდვაში, დაუშვებლობაში ან აკრძალვაში;
საწარმოებს შორის კონცენტრაცია, რომელიც იწვევს რომელიმე მხარის სივრცეში ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე დომინირებული მდგომარეობის მოპოვებას ან გამყარების და მნიშვნელოვნად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას.
კონკურენციის კანონმდებლობა გულისხმობს:
ჰონგ კონგ, ჩინეთისთვის, კონკურენციის დადგენილებას (ჰონგ კონგის კანონები, თავი 619) და მის ქვემდებარე კანონმდებლობას; და
საქართველოსთვის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს, მის საფუძველზე მიღებულ მარეგულირებელ აქტებსა და ცვლილებებს, ასევე ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების კანონმდებლობა