თითოეული მხარე უზრუნველყოფს თავისი კონკურენციის კანონმდებლობის, მარეგულირებელი აქტების, სახელმძღვანელო წესების და ამგვარი კანონმდებლობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა წესის საჯაროობას, გარდა შიდა ოპერაციული პროცედურებისა.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მისი ყველა საბოლოო ადმინისტრაციული გადაწვეტილება, რომლითაც დადგინდება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა, გამოცემული იქნება წერილობითი ფორმით და მოიცავს შესაბამის ფაქტებსა და სამართლებრივ საფუძველს, რომელსაც გადაწყვეტილება ეფუძნება.
თითოეული მხარე ეცდება, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების შესაბამისად, გაასაჯაროოს გადაწყვეტილებები და მის აღსასრულებლად გამოცემული ბრძანებები, გარდა ნებისმიერი კომერციული საიდუმლოებისა ან სხვა ინფორმაციისა, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობით დაცულია საჯარო გამჟღავნებისგა