1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს კონკურენციის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, რეგულაციების, სახელმძღვანელო წესების, ასევე, შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა წესის საჯაროობას, გარდა შიდა ოპერაციული პროცედურებისა.
2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მისი ყველა საბოლოო ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა, გამოცემული იქნება წერილობითი ფორმით და მოიცავს შესაბამის ფაქტებსა და სამართლებრივ საფუძველს, რომელსაც გადაწყვეტილება ეფუძნება.
3. თითოეული მხარე ეცდება, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, გაასაჯაროოს გადაწყვეტილებები და მის აღსასრულებლად გამოცემული ბრძანებები, გარდა ნებისმიერი კომერციული საიდუმლოებისა ან სხვა ინფორმაციისა, რომელიც შესაბამისი კანონით დაცულია საჯარო გამჟღავნებისგა