წინამდებარე თავის მიზნებისთვის:

1. ანტიკონკურენციული ბიზნეს ქმედებები ნიშნავს ისეთი ტიპის ბიზნეს აქტივობას ან ტრანზაქციას, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების ფუნქციონირებას, იმდენად, რამდენადაც მან შესაძლოა გავლენა იქონიოს მხარეებს შორის ვაჭრობაზე, კერძოდ:

(a) საწარმოებს შორის შეთანხმებები, საწარმოთა ასოციაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შეთანხმებული ქმედებები, რომელთა მიზანი ან შედეგია რომელიმე მხარის ტერიტორიაზე ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან აკრძალვა;

(b) ერთი ან რამდენიმე საწარმოს მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რომელიმე მხარის ტერიტორიაზე ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე;

(c) საწარმოებს შორის კონცენტრაცია, რომელიც იწვევს რომელიმე მხარის ტერიტორიაზე ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე დომინირებული მდგომარეობის მოპოვებას ან გამყარებას და მნიშვნელოვნად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას.

2. კონკურენციის კანონმდებლობა გულისხმობს:

(a) საქართველოსთვის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს, მის საფუძველზე მიღებულ რეგულაციებსა და ცვლილებებს, ასევე, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების კანონმდებლობას;

(b) ჩინეთისთვის, ანტიმონოპოლიურ კანონს, მის საფუძველზე მიღებულ რეგულაციებსა და ცვლილებებ