1. მხარეები აღიარებენ, რომ არ არის მართებული ვაჭრობის ან ინვესტიციების წახალისება თავიანთ გარემოსდაცვით კანონებში, რეგულაციებში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში არსებული დაცვის მექანიზმების დასუსტებით ან შემცირებით. შესაბამისად, არცერთმა მხარემ არ უნდა თქვას უარი ან სხვაგვარად გადაუხვიოს მსგავს კანონებს, რეგულაციებს, პოლიტიკასა და პრაქტიკას ისე, რომ ეს ასუსტებდეს ან ამცირებდეს ამ კანონებით, რეგულაციებით, პოლიტიკითა და პრაქტიკით დადგენილ დაცვის დონეს.
2. წინამდებარე თავი არ ანიჭებს უფლებას მხარეთა შესაბამის უწყებებს აღასრულონ გარემოსდაცვითი კანონმდებლობა მეორე მხარის ტერიტორიაზ