1. მხარეები სრულად ისარგებლებენ საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით, და ხელს შეუწყობენ პორტების, გზების, რკინიგზის, ლოგისტიკისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას; დაეხმარებიან მხარეთა საწარმოებს ითანამშრომლონ ტრანსპორტისა და მასთან დაკავშირებულ სფეროში; გააძლიერებენ ინფორმაციის გაცვლას; ასევე წაახალისებენ და მიიღებენ შეთანხმებულ ზომებს უწყვეტი, უსაფრთხო და ეფექტიან ტრანსპორტირებას.
2. მხარეები გააძლიერებენ აეროპორტების, საჰაერო მიმოსვლის კონტროლის და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაგეგმარებას, გაზრდიან ინვესტიციებს საავიაციო ინფრასტრუქტურაში და ხელს შეუწყობენ საჰაერო ტრანსპორტის კოორდინაციის მექანიზმს, უსაფრთხო და შეუფერხებელი საჰაერო ტრანსპორტირების ქსელის შექმნის მიზნი