1. მხარეები ეცდებიან აამაღლონ ტრანსპორტირებასა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კავშირის დონე, მათი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების შესაბამისად.

2. სათანადო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეები:

(a) წინ წაწევენ სატრანსპორტო კოორდინაციის მექანიზმის დაარსებას, გაზრდიან საერთაშორისო მულტიმოდალური ტრანსპორტის კავშირს და თანდათან ჩამოაყალიბებენ თავსებად და სტანდარტულ სატრანსპორტო წესებს, საერთაშორისო ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით;

(b) წინ წაწევენ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ააშენებენ შეუფერხებელ სახმელეთო-საზღვაო სატრანსპორტო არხებს და ითანამშრომლებენ პორტის განვითარების სფეროში; და

(c) გააფართოებენ და შექმნიან პლატფორმასა და მექანიზმებს ყოვლისმომცველი თანამშრომლობისთვის სამოქალაქო ავიაციის სფეროში და დააჩქარებენ საავიაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება