1. ამ დანართის მიზნებისთვის, „საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტი“ მოიცავს საწყისი პუნქტიდან საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვის და მულტიმოდალური გადაზიდვის ოპერაციებს, რაც გულისხმობს ერთზე მეტი სატრანსპორტო სახეობის მეშვეობით ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთების გადაზიდვას ზღვის გამოყენებით და აღნიშნული მიზნით სხვა სატრანსპორტო სახეობების მომწოდებლებთან პირდაპირ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლის უფლებას.
2. საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტისთვის, თითოეული მხარე ანიჭებს მეორე მხარის დროშის ქვეშ მცურავ გემებს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე ის ანიჭებს საკუთარ გემებს, ნავსადგურში თავისუფალი შესვლასთან, ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და დამხმარე საზღვაო მომსახურების გამოყენებასთან, ასევე მასთან დაკავშირებულ საფასურებთან და გადასახდელებთან, საბაჟო საშუალებებთან და დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ნავმისადგომისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფასთან დაკავშირებით.
3. თითოეული მხარე ნებას რთავს იმ ცარიელი კონტეინერების გადაადგილებას საქართველოს პორტებს და ჩინეთის პორტებს შორის შორის, რომელთა გადაზიდვა არ ხდება ტვირთის სახით თანხის გადახდის სანაცვლო