1. თითოეული მხარე დანართში 8-E და დანართში 8-F (სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები) ადგენს სპეციფიკურ ვალდებულებებს, რომელთაც იღებს ამ ცხრილებით განსაზღვრული ფიზიკური პირის კატეგორიასთან მიმართებით.
2. როცა მხარე პირველი პუნქტის შესაბამისად იღებს ვალდებულებას, ეს მხარე ვალდებულების შესაბამისად ანიჭებს მეორე მხარის ფიზიკურ პირს დროებითი შესვლის უფლებას იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ფიზიკური პირი სხვაგვარად აკმაყოფილებს ყველა მოქმედ საიმიგრაციო ზომას.
3. ამ დანართის შესაბამისად მინიჭებული დროებითი შესვლის უფლება არ ანაცვლებს პროფესიის ან საქმიანობის განხორციელებისთვის მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამის საჭირო მოთხოვნებს იმ მხარის ტერიტორიაზე, რომელიც გასცემს დროებითი შესვლის უფლება