1. წინამდებარე დანართი ეხება ერთი მხარის ტერიტორიიდან მეორე მხარის ტერიტორიაზე დანართში 8-E და დანართში 8-F (სპეციფიკურ ვალდებულებათა ცხრილი) განსაზღვრულ ნებისმიერი კატეგორიის ფიზიკურ პირთა გადაადგილებასთან დაკავშირებულ ზომებს.

2. წინამდებარე დანართი არ ეხება ზომებს დაკავშირებულს ფიზიკურ პირებთან, რომლებიც ცდილობენ მეორე მხარის სამუშაო ბაზარზე შესვლას ან მოქალაქეობასთან, ცხოვრების უფლებასთან ან მუდმივ საფუძველზე მუშაობასთან დაკავშირებულ ზომებს.

3. არაფერი ამ შეთანხმებაში არ ზღუდავს მხარეს ზომების შემოღებაში, რათა დაარეგულიროს თავის ტერიტორიაზე მეორე მხარის ფიზიკურ პირთა დროებით შესვლა და ყოფნა, მათ შორის ზომები საჭირო ტერიტორიული ერთიანობის და საზღვრებზე ფიზიკურ პირთა მოწესრიგებული გადაადგილებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ზომები არ გამოიყენება მეორე მხარისთვის ამ დანართით მინიჭებული სარგებლის გაბათილების ან შემცირების მიზნით.[1