თითოეული მხარის საერთაშორისო ვალდებულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილნი არიან შეიმუშაონ შესაბამისი ზომები გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის დაცვის მიზნით.
მხარეები თანხმდებიან შეისწავლონ გენეტიკურ რესურსებთან, ტრადიციულ ცოდნასა და ფოლკლორთან დაკავშირებული საკითხების მომავალში განხილვის შესაძლებლობა, თავიანთ შესაბამის კანონებთან და მრავალმხრივ შეთანხმებებთან მიმართებაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინები