ა) ფოლკლორის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს და წარუდგენს მინისტრს;

ბ) ფოლკლორის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიმუშავებს საბიუჯეტო პროგრამებს;

გ) თანამშრომლობს ფოლკლორის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან, იკვლევს მათ საჭიროებებს და ხელს უწყობს შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებას;

დ) მონაწილეობს ადგილობრივ ან/და უცხო ქვეყნების დაწესებულებებთან, დიასპორებთან და სათვისტომოებთან ერთად ფოკლორულ ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის დაწესებულებების ჩართულობას ფოლკლორულ ღონისძიებათა განხორციელებაში;

ვ) ხელს უწყობს საგამომცემლო, საგამოფენო, საგასტროლო და სხვა საქმიანობას ფოლკლორის მიმართულებით;

ზ) აწარმოებს რეგიონში ფოლკლორის სფეროში არსებული დაწესებულებების რეესტრს;

თ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დაფუძნებულ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფოლკლორის მიმართულების ხელშეწყობას;

ი) იხილავს განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებსა და წერილებს;

კ) ახორციელებს საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ