ა) კულტურის სფეროში შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს და წარუდგენს მინისტრს;

ბ) შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავებს საბიუჯეტო პროგრამებს;

გ) თანამშრომლობს შემოქმედებით სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან, იკვლევს მათ საჭიროებებს და ხელს უწყობს შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებას;

დ) მონაწილეობს ადგილობრივ ან/და უცხო ქვეყნების დაწესებულებებთან ერთად შემოქმედებითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც ითვალისწინებს ფესტივალების, კონცერტების, წარმოდგენების, გამოფენების, სახელოვნებო პროექტებისა და კულტურის სხვა ღონისძიებების ორგანიზებას/ორგანიზების ხელშეწყობას, ასევე თავისუფალი ხელოვანების ახალი იდეების, ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერას, სახვითი, გამოყენებითი, მულტიმედიური ხელოვნების ხელშეწყობას;

ე) უზრუნველყოფს რეგიონში მოღვაწე კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების, ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობას, აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით შემოქმედებითი პროცესების გააქტიურებას, კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობას;

ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დაფუძნებულ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემოქმედებითი მიმართულების განვითარებას;

ზ) ხელს უწყობს ლიტერატურულ და საგამომცემლო საქმიანობას შემოქმედებით სფეროში;

თ) იხილავს განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებსა და წერილებს;

ი) ახორციელებს საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ