2. განყოფილების უფროსი განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განიხილავს და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;

დ) ხელს უწყობს განყოფილებაში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;

ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ვ) პასუხისმგებელია განყოფილების მიერ შესრულებული საქმიანობის კანონიერებაზე, ეფექტურად და სრულყოფილად განხორციელებაზე.

4. განყოფილების უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

5. განყოფილების საჯარო მოსამსახურეები განყოფილების კომპეტენციების განხორციელების მიზნით:

ა) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და განყოფილების უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ბ) ვალდებულნი არიან სპეციალური მითითების (დავალების) გარეშე შეასრულონ მათ მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული მოვალეობები, დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს იხელმძღვანელონ საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით;

გ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ შესრულებული საქმიანობის კანონიერებაზე, ეფექტურად და სრულყოფილად განხორციელებაზე.

დანართი №2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის

სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი  დებულება