ა) კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს და წარუდგენს მინისტრს;

ბ) უზრუნველყოფს თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი ხელოვნების, ლიტერატურის, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნების, ხალხური ხელოვნების დარგებისა და სახელოვნებო განათლების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას;

გ) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის ფოლკლორის დაცვასა და პოპულარიზაციას;

დ) უზრუნველყოფს კულტურის სფეროში ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ე) მონაწილეობას იღებს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნების სხვადასხვა დაწესებულებებთან ერთად ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებაში;

ვ) კოორდინაციას უწევს კულტურის სფეროში არსებული ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობას, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლასა და მხარდაჭერას, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

ზ) უზრუნველყოფს აუდიოვიზუალური, სახვითი, საშემსრულებლო, სადადგმო და სანახაობითი ხელოვნების, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, სამუზეუმო, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების ხელშემწყობი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;

თ) უზრუნველყოფს ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას;

ი) უზრუნველყოფს სკოლისგარეშე სახელოვნებო, სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობის კოორდინაციას;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურის დაწესებულებების საქმიანობას;

ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას დადგენილი წესის შესაბამისად;

მ) უზრუნველყოფს კულტურის მიმართულებით სამინისტროს საქმიანობასა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების საჭიროებების განსაზღვრის მიზნით ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას;

ნ) ახორციელებს საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ