თითოეული მხარე აღიარებს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნები შეიძლება დაცულ იქნეს სასაქონლო ნიშნის, ან sui generis სისტემის, ან სხვა სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით.[10]
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, „გეოგრაფიული აღნიშვნები“ არის აღნიშვნები, რომლებიც მიუთითებს, საქონლის წარმოშობაზე მხარის სივრციდან, ან ამ სივრცეში არსებული რეგიონიდან ან ადგილიდან, და რომლის ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები ძირითადად განპირობებულია მისი წარმოშობის გეოგრაფიული ადგილით.
TRIPS-ის შეთანხმების 22-ე და 23-ე მუხლებისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარეები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ამ შეთანხმების შესაბამისად, რათა უზრუნველყონ მე-2 პუნქტში მითითებული გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვა. რომლებიც გამოიყენება მხარეთა სივრციდან წარმოშობილი საქონლის აღნიშვნის მიზნით. თითოეული მხარე დაინტერესებულ მხარეებს უზრუნველყოფს სამართლებრივი საშუალებებით იმისათვის, რომ აღიკვეთოს ამგვარი გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება იდენტური ან მსგავსი საქონლისთვის, რომელიც არ არის წარმოშობილი იმ ადგილიდან, რომელზეც მიუთითებს კონკრეტული გეოგრაფიული აღნიშვნ