მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, პატენტები გაიცემა ნებისმიერი სახის გამოგონებაზე, იქნება ეს პროდუქტი თუ პროცესი, ტექნოლოგიის ყველა სფეროში, იმ პირობით, თუ იგი არის ახალი, გააჩნია საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა.

მხარეებს შეუძლიათ პატენტი  არ გასცენ ისეთ გამოგონებებზე, რომლებზეც პატენტი არ გაიცემა თავიანთ სივრცეში კომერციული გამოყენებიდან გამომდინარე და ეს აუცილებელია, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების დაცვის მიზნით, ადამიანის, ცხოველის ან მცენარის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ჩათვლით, ან გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან ასაცილებლად, იმ პირობით, რომ გამონაკლისი პატენტის  გაცემის წესიდან არ გამოიყენება მხოლოდ იმის გამო, რომ ობიექტის გამოყენება აკრძალულია მათი კანონმდებლობით.

მხარეებს ასევე შეუძლიათ პატენტი არ გასცენ:

ადამიანებისა და ცხოველებისათვის გათვალისწინებული მკურნალობის ქირურგიულ, თერაპიულ და დიაგნოსტიკურ ხერხებზე;

მცენარეებსა და ცხოველებზე, გარდა მიკროორგანიზმებისა, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებზე,  გარდა არაბიოლოგიური და მიკრობიოლოგიური პროცესების