1. მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, პატენტები გაიცემა ნებისმიერი სახის გამოგონებაზე, იქნება ეს პროდუქტი თუ პროცესი, ტექნოლოგიის ყველა სფეროში, იმ პირობით თუ იგი არის ახალი, გააჩნია საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა.

2. მხარეებს შეუძლიათ პატენტუნარიან გამოგონებებთან მიმართებით, გამორიცხონ თავიანთ ტერიტორიებზე მათი კომერციული გამოყენებისაგან აღკვეთის შესაძლებლობა, რაც აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად, მათ შორის, ადამიანის, ცხოველის ან მცენარის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დასაცავად, ან გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან ასაცილებლად, იმ პირობით, რომ ასეთი გამორიცხვა არ უნდა დაწესდეს მხოლოდ იმის გამო, რომ გამოყენება აკრძალულია მათი კანონმდებლობით.

3. მხარეებს ასევე შეუძლიათ პატენტუნარიანობიდან გამორიცხონ:

(a) დიაგნოსტიკური, თერაპიული და ქირურგიული მეთოდები ადამიანების ან ცხოველების მკურნალობისთვის;

(b) მცენარეები და ცხოველები, გარდა მიკრო-ორგანიზმებისა, და არსებითად ბიოლოგიური პროცესები მცენარეების ან ცხოველების გამოყვანისთვის, გარდა არა-ბიოლოგიური და მიკრობიოლოგიური პროცესების