წინამდებარე თავის მიზნებისთვის, თუ საპირისპირო განზრახვა არ წარმოიშვა:

(a) ინტელექტუალური საკუთრების უფლებები - ეხება საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, სასაქონლო ნიშნებთან, გეოგრაფიულ აღნიშვნებთან, დიზაინთან, პატენტებთან და ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიასთან დაკავშირებულ უფლებებს, მცენარეთა ჯიშებიდან გამომდინარე უფლებებს, დახურულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ უფლებებს, როგორც ეს განსაზღვრული და აღწერილია „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS)“ შეთანხმებაში;

(b) მხარის მოქალაქე - შესაბამის უფლებასთან მიმართებაში, მოიცავს მხარის იურიდიულ პირსაც, რომელიც აკმაყოფილებს დაცვის უფლების მინიჭების კრიტერიუმებს, როგორც ეს გათვალისწინებულია TRIPS-ის შეთანხმების მე-1.3 მუხლში მითითებულ შეთანხმებებში;

(c) TRIPS-ის შეთანხმება - ნიშნავს „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმებას, რომელიც მითითებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების 1C დანართში; და

(d) WIPO - ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია