ა) კერძო წესით პირადი სარგებლობისათვის გამოგონების გამოყენება, როდესაც ამგვარი ქმედობა არ ისახავს კომერციულ მიზნებს;
ბ) გამოგონების ექსპერიმენტში გამოყენება;
გ) გამოგონების რომელიმე ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება, მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემთხვევით ან დროებითი ყოფნის დროს, თუ იგივე შეღავათები საქართველოსთვისაც გარანტირებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ.
ამ დროს გამოგონება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამ საზღვაო ხომალდზე, საფრენ ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმოებისათვის;
დ) გამოგონების გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიისა და სხვაგვარი საგანგებო ვითარების დრო