ამასთან, „საქპატენტი“ ქართულ ენაზე შესრულებული განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში ამოწმებს, დაცულია თუ არა განაცხადის შეტანის დადგენილი ფორმა, ეხება თუ არა ის ერთ გამოგონებას და ხომ არ განეკუთვნება. იგი ისეთ გამოგონებათა რიცხვს, რომელზეც პატენტი არ გაიცემა.

ტექნიკის დონის განსაზღვრისათვის „საქპატენტი“ განაცხადის შეტანიდან ექვსი თვის ვადაში უზრუნველყოფს ძიების ჩატარებას, რის საფუძველზეც ადგენს დოკუმენტური დასკვნას და მიანიშნებს ტექნიკის დონის იმ ელემენტებს, რომლებიც შეიძლება გაითვალისწინოს განმცხადებელმა გამოგონების პატენტუნარიანობის შესაფასებლად,ამგვარი ძიების ჩასატარებლად განმცხადებელი იხდის დადგენილ ბაჟ