1. თუ განაცხადი აკმაყოფილებს კანონითა და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე.
2. პატენტის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე, საქპატენტი გამოგონების აღწერილობას, გამოგონების ფორმულას და ნახაზებს, თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში, უგზავნის განმცხადებელს შესათანხმებლად.
3. განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება პატენტის რეგისტრაციის საფასურის გადახდის თაობაზე და საფასურის გადასახდელად განესაზღვრება ორთვიანი ვადა შეტყობინების მიღებიდან.
4. აღნიშნული საფასურის გადახდის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ორი თვის ვადაში წერილობით გამოხატავს თანხმობას ან არ წარმოადგენს თავის პოზიციას, საქპატენტი პატენტს გასცემს განმცხადებლისთვის გადაგზავნილი გამოგონების აღწერილობის, გამოგონების ფორმულისა და ნახაზების (თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) საფუძველზე.
5. თუ განმცხადებელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ორი თვის ვადაში მოითხოვს გამოგონების აღწერილობაში, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებში (თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) დამატებების ან/და ცვლილებების შეტანას, საქპატენტი განიხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მისი გათვალისწინების შესახებ.
6. პატენტის რეესტრში რეგისტრაციის საფასურის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება და განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი გადაწყვეტილებ