1. თუ არ არის მოთხოვნილი საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტი, განაცხადი სარგებლობს პრიორიტეტით საქპატენტში შემოტანის თარიღიდან.

2. განმცხადებელს, რომელსაც სურს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტით სარგებლობა, ვალდებულია შეასრულოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3. პრიორიტეტის დადგენის საკითხი წყდება არსობრივი ექსპერტიზის პარალელურად.

4. საკონვენციო პრიორიტეტის თარიღის დასადგენად უნდა მოხდეს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ გამოგონებაზე ადრე შეტანილი პირველი განაცხადის დამოწმებული ასლის (ასლების) და საკონვენციო განაცხადის ერთმანეთთან შედარება. საქპატენტი უფლებამოსილია მოითხოვოს განაცხადის დამოწმებული ასლის ფორმულის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოგონების აღწერილობის ქართული თარგმანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრიორიტეტის დადგენის საკითხი გადამწყვეტია გამოგონების პატენტუნარიანობის განსაზღვრისთვის.

5. მოთხოვნილი პრიორიტეტი დასტურდება, თუ საქპატენტში წარდგენილ საკონვენციო განაცხადში აღწერილი ობიექტის ნიშნების ერთობლიობა მოცემულია დამოწმებული ასლის ფორმულაში ან/და აღწერილობაში ან/და ფიგურებში.

6. საკონვენციო განაცხადს პრიორიტეტის დამატებით თარიღად შეიძლება დაუდგინდეს საქპატენტში განაცხადის წარდგენის თარიღი, თუ აღნიშნული განაცხადის არსი პირველი განაცხადის არსთან ერთად დამატებით მოიცავს ნიშანს ან ნიშანთა ერთობლიობას.

7. საქპატენტში წარმოდგენილი განაცხადის საკონვენციო პრიორიტეტი არ დგინდება, თუ საკონვენციო განაცხადის ან დამოწმებული ასლის (ასლების) წარდგენისას დაირღვა კანონით დადგენილი ვადები. ამ შემთხვევაში განაცხადის პრიორიტეტი აითვლება საქპატენტში შეტანის თარიღიდან და განაცხადი არ განიხილება საკონვენციოდ.

8. საგამოფენო პრიორიტეტის დასადგენად უნდა მოხდეს საერთაშორისო, ან საერთაშორისოდ მიჩნეულ გამოფენაზე ექსპონირებული ობიექტის დამადასტურებელი საბუთების შედარება საქპატენტში წარდგენილი გამოგონების ფორმულასთან.

9. საგამოფენო პრიორიტეტი დასტურდება, თუ გამოგონების ფორმულის ნიშნები წარმოდგენილია ექსპონირების შესახებ დოკუმენტაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პრიორიტეტი დგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღი