1. კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, გამოგონების ფორმულიდან გამომდინარე, ხდება გამოგონების ერთიანობის შემოწმება, რომლის დროსაც შეისწავლება, ხომ არ არის განაცხადში წარმოდგენილი ერთზე მეტი გამოგონება, რომლებიც ერთმანეთთან ერთი საგამომგონებლო იდეით არ არიან დაკავშირებული.
2. თუ გამოგონების ფორმულა შეიცავს რამდენიმე დამოუკიდებელ მუხლს, მოწმდება არის თუ არა ამ მუხლებით განსაზღვრულ ობიექტებს შორის ტექნიკური კავშირი, რისთვისაც განისაზღვრება ერთი ან რამდენიმე ნიშანი, რომელსაც წვლილი შეაქვთ საგამომგონებლო დონეში და შემდგომ დგინდება მოიცავს თუ არა თითოეული დამოუკიდებელი მუხლი, სულ მცირე, ერთ ასეთ ან შესაბამის ნიშანს.
3. თუ დადგინდა, რომ გამოგონების ფორმულაში გადმოცემული რამდენიმე დამოუკიდებელი მუხლიდან, სულ მცირე, ერთი არ მოიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ნიშანს, ითვლება, რომ გამოგონების ფორმულით განცხადებულია ერთზე მეტი გამოგონება, რომლებიც ერთი საგამომგონებლო იდეით არ არიან გაერთიანებული.
4. თუ გამოგონების ფორმულა შეიცავს ერთ დამოუკიდებელ მუხლს და მასში მოყვანილი ალტერნატიული ნიშნები ფორმულის სხვა ნიშნებთან ერთობლიობაში უზრუნველყოფენ განსხვავებული ამოცანის გადაწყვეტას და/ან განსხვავებული ტექნიკური შედეგის მიღწევას, ითვლება, რომ გამოგონების ფორმულით განცხადებულია ერთზე მეტი გამოგონება, რომლებიც ერთი საგამომგონებლო იდეით არ არიან გაერთიანებული.
5. თუ გამოგონების ფორმულაში, რომელიც ეხება გამოგონების ობიექტის გამოყენებას, გამოყენებულია ალტერნატიული ცნებები, რომლებიც განსაზღვრავენ გამოყენების სხვადასხვა სფეროს, ითვლება, რომ გამოგონების ფორმულით განცხადებულია ერთზე მეტი გამოგონება, რომლებიც ერთი საგამომგონებლო იდეით არ არის გაერთიანებული.
6. თუ დადგინდა, რომ წარმოდგენილი ფორმულით განცხადებულია ერთზე მეტი გამოგონება, რომლებიც ერთი საგამომგონებლო იდეით არ არის გაერთიანებული, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ფორმულის დაზუსტების ან განაცხადის დაყოფის მოთხოვნით არსობრივი ექსპერტიზის საფასურის გადახდიდან 2 თვის ვადაში.
7. თუ განმცხადებელმა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა შეტყობინების მიღებიდან 2 თვის ვადაში, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახე