1. საგანაცხადო მასალებს საქპატენტში მიღებისთანავე ენიჭება საქმის ნომერი, აღინიშნება საგანაცხადო მასალების ჩაბარების თარიღი და წარდგენილი მასალების გვერდების რაოდენობა. ამ მონაცემების საფუძველზე შევსებული საკანცელარიო ცნობა საგანაცხადო მასალების მიღებისთანავე გადაეცემა/გადაეგზავნება განმცხადებელს. განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის და განაცხადის გამოქვეყნების (30 გვერდამდე საგანაცხადო მასალები) საფასურის გადახდის შესახებ და საფასურის გადასახდელად განესაზღვრება 1-თვიანი ვადა შეტყობინების მიღებიდან. საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება.

2. თუ საგანაცხადო მასალა წარმოდგენილია ქართულ ენაზე და შესაბამისობაშია კანონის 27-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან, საქპატენტი განაცხადის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში ადასტურებს შეტანის თარიღს, ანიჭებს განაცხადის ნომერს, რის შესახებაც აცნობებს განმცხადებელს.

3. თუ გამოვლინდა, რომ წარდგენილ განაცხადს აკლია კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საგანაცხადო მასალა, საქპატენტი განაცხადს უდგენს ხარვეზს და განმცხადებელს უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის დადგენის შესახებ. კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში საქპატენტში წარადგინოს მოთხოვნილი მასალა.

4. განმცხადებელს უფლება აქვს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის 1-თვიანი ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 თვით შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში.

5. თუ განმცხადებელი ამ მუხლით დადგენილ ვადებში არ წარადგენს საგანაცხადო მასალებს, განაცხადი შეტანილად არ მიიჩნევ