1. გრაფიკული მასალების გამოსახულებები უნდა შესრულდეს თეთრ და სწორ ქაღალდზე, შავი მკაფიო ხაზებით და შტრიხებით, რომლებიც არ უნდა იშლებოდეს. დაუშვებელია მასალების რეტუშირება და გაფერადება.

2. გამოსახულებათა მასშტაბი და მკაფიოობა ისე უნდა შეირჩეს, რომ მათი რეპროდუცირების დროს, ხაზოვანი ზომების 2/3-მდე შემცირებისას, შესაძლებელი იყოს ასოების, ციფრებისა და სხვა გრაფიკული ნიშნების დეტალების ერთმანეთისგან გარჩევა.

3. ციფრების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3,2 მმ.

4. ნახაზები სრულდება წარწერების გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს ნახაზები, რომელთა წარწერის გარეშე აღნიშვნა შეუძლებელია, ანდა ნახაზში შეიტანს გაუგებრობას.

5. დაუშვებელია ნახაზზე ზომების ჩვენება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ზომები მიეთითება გამოგონების აღწერილობაში.

6. თითოეული ელემენტი ნახაზზე სრულდება ყველა დანარჩენი ელემენტის პროპორციულად იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ელემენტის გამოსახულების მკაფიოობისათვის მიზანშეწონილია განსხვავებული პროპორციის გამოყენება.

7. ერთ ფურცელზე შესაძლებელია ნახაზის რამდენიმე ფიგურის განლაგება, თუ ეს განლაგება იქნება მკაფიო და ერთმანეთისგან განცალკევებული.

8. თუ გრაფიკული მასალის ნაწილები განლაგებულია ორ ან მეტ ფურცელზე, მათი განლაგება უნდა მოხდეს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ამ გამოსახულების აწყობა სხვადასხვა ფურცლებზე გამოსახული ნაწილების შეერთებით. ცალკეული გამოსახულებები ისე უნდა განლაგდეს, რომ ფურცლები მაქსიმალურად იყოს შევსებული.

9. გამოგონების აღწერილობის შესაბამისად, გრაფიკული გამოსახულებების ნაწილები აღინიშნება არაბული ციფრებით.

10. გამოსახულების ერთი და იგივე ნაწილი, რომელიც რამდენიმე ფიგურაზეა წარმოდგენილი, ერთი და იმავე ციფრით აღინიშნებ