1. გამოგონების აღწერილობასა და გამოგონების ფორმულაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათემატიკური გამოსახულებები (ფორმულები) და სიმბოლოები.
2. მათემატიკური გამოსახულების (ფორმულების) ჩაწერის ფორმა არ არის შეზღუდული.
3. მათემატიკურ ფორმულაში შემავალი ყველა ასოითი აღნიშვნა უნდა განიმარტოს. განმარტება უნდა ჩამოყალიბდეს სვეტის სახით და ყოველი ასოითი აღნიშვნის განმარტების ბოლოს დაისვას წერტილ-მძიმე. ამასთან, ასოითი აღნიშვნები ფორმულაში უნდა განიმარტოს გამოყენების რიგითობის მიხედვი