1. ბიოტექნოლოგიური პროდუქტი მოიცავს:

ა) ბიოლოგიურ მასალას, რომელიც გამოყოფილია ბუნებრივი გარემოდან ან მიღებულია სხვა ტექნიკური ხერხებით;

ბ) მცენარეს ან ცხოველს, თუ გამოგონების არსი (ან მათი ტექნიკური განხორციელება) არ შემოიფარგლება მცენარის ან ცხოველის ცალკეული ჯიშით;

გ) მიკრობიოლოგიურ ან სხვა ტექნიკურ პროცესებს ან ამ პროცესით მიღებულ პროდუქტებს.

2. თუ გამოგონება ეხება ადამიანის სხეულიდან გამოყოფილი ან სხვა ტექნიკური ხერხით მიღებული გენის ან მისი ფრაგმენტის თანამიმდევრობას, გამოგონების დაწვრილებით აღწერილობაში ნაჩვენები უნდა იყოს ამ ობიექტის სამრეწველო გამოყენებადობა.

3. თუ ბიოლოგიური მასალა არ არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და მისი აღწერა განაცხადში არ არის შესაძლებელი ისეთი სისრულით, რომ დარგის სპეციალისტისათვის ცხადი იყოს მისი განხორციელების შესაძლებლობა, განაცხადს თან უნდა ერთოდეს აღნიშნული მასალის დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია დეპოზიტარიუმის მიე