1. კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების აღწერილობაში გადმოცემული არსის ასახსნელად.
2. წარმოდგენილი გამოგონების აღწერილობა და ნახაზები/სხვა დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს.
3. გამოგონების არსის უკეთ ასახსნელად სხვა დოკუმენტები შეიძლება იყოს წარმოდგენილი სქემების, გრაფიკების, ეპიურეების, ნახაზების, ოსცილოგრამების, ცხრილების, დიაგრამების და სხვ. სახი