1. მიერთების წერტილის ნახაზები მზადდება ყოველი მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარისათვის და მოიცავს პროექტირების ნორმებით განსაზღვრულ ყველა საჭირო ნახაზს.
2. განმცხადებელი ამზადებს და გადასცემს დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებს მიერთების წერტილამდე მის მხარეს არსებული ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ნახაზსა და სქემას, მიერთების ხელშეკრულების შესაბამისად.
3. გადაცემის ლიცენზიატი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით, ამზადებს და გადასცემს განმცხადებელს მიერთების წერტილამდე გადაცემის ლიცენზიატის მხარეს არსებული განმცხადებლისათვის აუცილებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ნახაზებსა და სქემებს, მიერთების ხელშეკრულების შესაბამისად.
4. თუ მიერთების წერტილი უნდა იყოს (ან არის) განმცხადებლის მფლობელობაში არსებულ ობიექტზე, განმცხადებელი ვალდებულია, მოამზადოს მიერთების უჯრედის ნახაზები. სხვა შემთხვევაში მიერთების უჯრედის ნახაზებს ამზადებს გადაცემის ლიცენზიატი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით.
5. მიერთების წერტილის ნახაზები და სქემები ზუსტად უნდა ასახავდეს მიერთების წერტილში პირველადი და მეორადი კომუტაციის ელექტრულ მიერთებებსა და მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებს.
6. მიერთების წერტილების ნახაზების შტამპი უნდა მოიცავდეს უფლებამოსილი პირების სახელებსა და გვარებს, თარიღებსა და ხელმოწერებს.
7. მიერთების წერტილების სქემები და ნახაზები დამტკიცებული უნდა იქნეს გადაცემის ლიცენზიატისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ. მიერთების წერტილის სქემებისა და ნახაზების თითო ეგზემპლარი უნდა ინახებოდეს ყველა მხარესთან.
8. გადაცემის ლიცენზიატისა და განმცხადებლის მიერ მიერთების წერტილის ნახაზების მომზადების ვალდებულებები (პროცედურები, ვადები, გაფორმების სტანდარტები და სხვა) შეთანხმებული უნდა იყოს მხარეებს შორის მიერთების ხელშეკრულებაში.
9. მიერთების წერტილის ნახაზები გამოყენებულ უნდა იქნეს მიერთების ობიექტთან დაკავშირებით განსახორციელებელი სამშენებლო, საექსპლუატაციო, სარემონტო თუ საპროექტო სამუშაოების დრო