1. შეთავაზება მიერთების შესახებ უნდა მოიცავდეს:
ა) ტექნიკურ პირობას, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მიერთების დეტალური აღწერილობა, მათ შორის მიერთებისათვის საჭირო ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დეტალური აღწერა და ინფორმაცია არსებულ გადამცემ ქსელში საჭირო ცვლილებების შესახებ;
ბ) მიერთების სავარაუდო თარიღებს;
გ) მიერთების ხელშეკრულების პროექტს;
დ) განმცხადებლის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქსელზე მიერთებისათვის გადასახდელ საფასურს.
2. განმცხადებელმა გადაცემის ლიცენზიატისგან შეთავაზების მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს თავისი თანხმობა დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეთავაზება ავტომატურად უქმდება. აღნიშნული ვადის გასვლამდე განმცხადებლის მიერ დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია, ამ ვადის ერთჯერადად გაგრძელება გადაცემის ლიცენზიატის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით.
3. განმცხადებლის თანხმობის შემდეგ განიხილება მასთან მიერთების ხელშეკრულების გაფორმების ან შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტში ცვლილებების შეტანის საკითხ