1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ამ წესებით XIV თავით განსაზღვრული მიერთების განაცხადისა და მიერთების ხელშეკრულების სტანდარტული ფორმების შემუშავება და კომისიისთვის წარმოდგენა უზრუნველყოს ამ წესების გამოქვეყნებიდან 2 (ორი) თვის ვადაში.
2. ამ წესებით XIV თავით განსაზღვრული მიერთების განაცხადისა და მიერთების ხელშეკრულების სტანდარტული ფორმების კომისიის მიერ დამტკიცებამდე მაძიებელი ვალდებულია მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების მიზნით ტრანსპორტირების ლიცენზიატს წარუდგინოს ამავე თავით განსაზღვრული ინფორმაცია მის მიერ შერჩეული ფორმით, ხოლო მიერთების ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ამ წესების 73-ე მუხლით გათვალისწინებული ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების საფასურის დადგენამდე, იგი გამოითვლება ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ დადგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა არ უნდა მიიღოს მოგება მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განხორციელებით