1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განავითაროს XV თავში გათვალისწინებული  ელექტრონული საინფორმაციო სისტემა შემდეგი დროის გრაფიკის შესაბამისად:

ა) ამ წესების 78-ე მუხლის შესაბამისად სისტემით მოსარგებლეთათვის და მიერთებული სუბიექტებისათვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ფუნქციონალის განვითარება 2019 წლის 1 აპრილამდე;

ბ) ამ წესების VII და IX თავებში გათვალისწინებული დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ფუნქციონალის განვითარება 2019 წლის 1 ივლისამდე;

გ) ამ წესების X თავში გათვალისწინებული დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ფუნქციონალის განვითარება 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ფუნქციონალების ამოქმედებამდე, ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეებს შორის ყველა შესაბამისი კომუნიკაცია, ურთიერთქმედება და ინფორმაციის გაცვლა უნდა განხორციელდეს ელექტრონული შეტყობინებების მეშვეობით, ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

3. ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ფუნქციონალების ამოქმედებამდე, ამ წესებში გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია/ფორმა უნდა გამოქვეყნდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის ვებგვერდზ