1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა 2021 წლის 1 იანვრამდე უნდა მოახდინოს ბუნებრივი გაზის ხარისხის მონიტორინგისთვის საჭირო ყველა ბუნებრივი გაზის ხარისხის გამზომი მოწყობილობის განთავსება, ამ წესების დანართი №1-ის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ამ წესების დანართი №1-ის მოთხოვნების შესაბამისად, ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგისთვის საჭირო ყველა ბუნებრივი გაზის ხარისხის გამზომი მოწყობილობის განთავსებამდე, მან ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენა უნდა განახორციელოს პერიოდულად, აკრედიტებულ ლაბორატორიაში ბუნებრივი გაზის ნიმუშის (მყისიერი შერჩევა) შემოწმების გზი