1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განახორციელოს ბუნებრივი გაზის ხარისხის და შემადგენლობის მონიტორინგი მეზობელი ტრანსპორტირების სისტემიდან მიღების თითოეულ პუნქტში, ტრანსპორტირების სისტემის თითოეულ შერევის წერტილში და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელსაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი საჭიროდ ჩათვლის (ბუნებრივი გაზის საკონტროლო წერტილები).
2. დაკავშირებული სისტემების ოპერატორებისთვის მიწოდების პუნქტებში ბუნებრივი გაზის ხარისხის და შემადგენლობის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს დაკავშირებული სისტემის შესაბამის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისა