1. ამ დანართის მე-3 მუხლში განსაზღვრული ბუნებრივი გაზის ხარისხის კონტროლის პარამეტრების განსაზღვრისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
ა) უწყვეტი განსაზღვრა სტაციონალურად მოწყობილი გაზის ავტომატური ქრომატოგრაფებით;
ბ) პერიოდული განსაზღვრა, აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ ჩატარებული გაზის ქრომატოგრაფების ანალიზით, ადგილზე აღებული გაზის ნიმუშის მიხედვით (მყისიერი შერჩევა).
2. ვობის ინდექსთან, მთლიან თბოუნარიანობასთან, წმინდა თბოუნარიანობასთან, ფარდობით სიმკვრივესთან, ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციასთან დაკავშირებული ბუნებრივი გაზის პარამეტრები გამოითვლება ბუნებრივი გაზის ქიმიური შემადგენლობის საფუძველზე ამ დანართის მე-6 მუხლის განსაზღვრული მეთოდების შესაბამისად, ხოლო სხვა პარამეტრების გამოთვლა ხდება ამავე დანართის მე-7 მუხლის მიხედვით