1. დაკავშირებული ტრანსპორტირების სისტემიდან მიღების თითოეულ პუნქტში:

ა) ჟანგბადის შემცველობის მონიტორინგი ხორციელდება ყოველკვარტალური პერიოდულობით, ადგილზე აღებული გაზის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის საშუალებით.

ბ) გოგირდოვანი ნაერთების შემცველობის (წყალბადის სულფიდი - H2S, გოგირდი მერკაპტანებში) მონიტორინგი ხორციელდება ყოველთვიური პერიოდულობით, ადგილზე აღებული ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის საშუალებით.

გ) წყლის ნამის წერტილების მონიტორინგი ხორციელდება გონივრული პერიოდულობით სპეციალური საზომი მოწყობილობების მეშვეობით.

დ) ნახშირწყალბადის ნამის წერტილების მონიტორინგი ხორციელდება ყოველთვიური პერიოდულობით, ადგილზე აღებული ნიმუშების საფუძველზე.

2. გადამზიდის გაზსადენიდან მიღების თითოეულ პუნქტში, რომელთა დღიური მოპოვების მაჩვენებელი მეტია ან ტოლია 10 000 სტანდარტულ მ3-ის:

ა) ჟანგბადის შემცველობის მონიტორინგი ხდება ყოველკვარტალური პერიოდულობით, ადგილზე აღებული გაზის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის საშუალებით.

ბ) გოგირდოვანი ნაერთების შემცველობის (წყალბადის სულფიდი - H2S, გოგირდი მერკაპტანებში) მონიტორინგი ხდება ყოველთვიური პერიოდულობით ადგილზე აღებული გაზის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე.

გ) წყლის ნამის წერტილების მონიტორინგი ხორციელდება გონივრული პერიოდულობით სპეციალური საზომი მოწყობილობების მეშვეობით.

დ) ნახშირწყალბადის ნამის წერტილების მონიტორინგი ხდება ყოველთვიური ან ყოველკვარტალური პერიოდულობით, ადგილზე აღებული ნიმუშების საფუძველზე, თუ საშუალო წლიური მაჩვენებელი 0.1 – 5.5 მგპა წნევის ფარგლებში სტაბილურად ნაკლებია -5°C-ზე.

3. გადამზიდის გაზსადენიდან მიღების თითოეულ პუნქტში, რომელთა დღიური მოპოვების მაჩვენებელი ნაკლებია 10 000 სტ.მ³-ზე:

ა) ჟანგბადის შემცველობის მონიტორინგი ხდება ყოველკვარტალური პერიოდულობით ადგილზე აღებული ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე.

ბ) გოგირდოვანი ნაერთების შემცველობის (წყალბადის სულფიდი - H2S, გოგირდი მერკაპტანებში) მონიტორინგი ხორციელდება ყოველთვიური პერიოდულობით ადგილზე აღებული გაზის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე. ხოლო თუ საშუალო წლიური მაჩვენებელი სტაბილურად ნაკლებია განსაზღვრული ლიმიტის 20%-ზე, ყოველკვარტალური ან ნახევარწლიური პერიოდულობით.

გ) წყლისა და  ნახშირწყალბადის ნამის წერტილების მონიტორინგი ხორციელდება ყოველთვიური პერიოდულობით სპეციალური საზომი მოწყობილობების მეშვეობით.

4. თუ მოხდა სტანდარტების ზღვრების გადაჭარბება იმ ხარისხობრივი პარამეტრებისა, რომელთა უწყვეტი გაზომვა არ იწარმოება, გამოთვლები უნდა განხორციელდეს ყოველთვიურ საფუძველზე, საზღვრებიდან გადამეტების თვის მომდევნო თვიდან. თუ ეს პარამეტრები არიან ნორმის ფარგლებში სულ მცირე ორი მიმდევრობითი ჩვენების დროს, მაშინ აღდგება ჩვეულებრივი სიხშირე.

დანართი №2

ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლები

№

ინდიკატორის დასახელება

განზომილება

მინ.

მაქს.

1

ვობის ინდექსი (WI)

მგჯ/მ³

(კკალ/მ³)

41.2
(9850)

54.5
(13000)

2

მთლიანი თბოუნარიანობა (GCV)

მგჯ/სტ.მ³

(კკალ/სტ.მ³)

35.0
(8450)

3

წმინდა თბოუნარიანობა (NCV)

მგჯ/მ³

(კკალ/სტ.მ³)

31.8
(7600)

4

ფარდობითი სიმკვრივე

ρგაზი/ ρჰაერი

0.56

0.71

5

CH4: მეთანის მოცულობითი წილი

%მოლი

75%

6

CO2: ნახშირორჟანგის მოცულობითი წილი

%მოლი

2.5%

7

N2: აზოტის კონცენტრაცია

%მოლი

6%

8

O2: ჟანგბადის კონცენტრაცია

%მოლი

0.05%

9

წყალბადის სულფიდი (H2S)

მგ/მ³

20

10

მერკაპტანული გოგირდი

მგ/მ³

36

11

წყლის ნამის წერტილი (WDP):
5.5 მგპა აბსოლუტურ წნევაზე

°C

-5

12

ნახშირწყალბადების ნამის წერტილი (HCDP):
0.1 – 5.5 მგპა აბსოლუტური წნევის ფარგლებში

°C

-5

13

მექანიკური მინარევების მასის კონცენტრაცია

მგ/მ³

1

14

ბუნებრივი გაზის ტემპერატურა

°C

0

+