1. ბუნებრივ გაზში ენერგიის შემცველობის გაანგარიშების ძირითადი პარამეტრია მთლიანი თბოუნარიანობა (GCV), რომელიც განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ქიმიური შემადგენლობით, სულ მცირე, ქვემოთ მოცემული ელემენტების მხედველობაში მიღებით:
ა) მეთანი – C1
ბ) ეთანი – C2
გ) პროპანი – C3
დ) იზობუტანი (მეთილპროპანი) – iC4
ე) სტანდარტული ბუტანი – nC4
ვ) იზოპენტანი, მეთილბუტანი – iC5
ზ) სტანდარტული პენტანი – nC5
თ) ჰექსანი და ზემოთ – C6+
ი) აზოტი – №2
კ) ნახშირორჟანგი – CO2
2. მთლიანი თბოუნარიანობის გაზომვა უნდა განხორციელდეს 20°C-იანი სტანდარტული ტემპერატურის ბუნებრივი გაზისთვის, 20°C წვის ტემპერატურისა და 0.101325 მგპა წნევის პირობებშ