1. მეზობელი ტრანსპორტირების სისტემებიდან ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტში, სადაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი ახორციელებს ბუნებრივი გაზის ხარისხისა და შემადგენლობის მონიტორინგს, მთლიანი თბოუნარიანობა გამოითვლება:
ა) უწყვეტად გაზის ავტომატური ქრომატოგრაფების მეშვეობით. მთლიანი თბოუნარიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი გამოითვლება როგორც დღის განმავლობაში ჩატარებული ანალიზების საშუალო მაჩვენებელი.
ბ) მიღების პუნქტში გაზის ქრომატოგრაფების მოწყობამდე, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა პერიოდულად უნდა განსაზღვროს მთლიანი თბოუნარიანობა აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ ჩატარებული გაზის ქრომატოგრაფების ანალიზით, ყოველდღიურად ადგილზე აღებული გაზის ნიმუშის მიხედვით (მყისიერი შერჩევა).
2. გადამზიდის გაზსადენიდან მიღების პუნქტის შემთხვევაში, სადაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი ახორციელებს ბუნებრივი გაზის ხარისხისა და შემადგენლობის მონიტორინგს:
ა) გადამზიდის გაზსადენიდან მიღების თითოეულ პუნქტში, 10 000 სტ.მ³-ზე მაღალი დღიური მოპოვების შემთხვევაში, მთლიანი თბოუნარიანობა იზომება უწყვეტად გაზის ქრომატოგრაფის მეშვეობით. მთლიანი თბოუნარიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი გამოითვლება როგორც დღის განმავლობაში ჩატარებული ანალიზების საშუალო მაჩვენებელი.
ბ) გადამზიდის გაზსადენიდან მიღების თითოეულ პუნქტში, 10 000 სტ.მ³-ზე ნაკლები დღიური მოპოვების შემთხვევაში, მთლიანი თბოუნარიანობა იზომება პერიოდულად, ადგილზე აღებული გაზის ნიმუშის მიხედვით გაზის ქრომატოგრაფის ყოველთვიური ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე. თუ მოხდა სტანდარტების ზღვრების გადამეტება, გამოთვლები უნდა განხორციელდეს ყოველკვირეულად, გადამეტების შემდგომი დღიდან; თუ პარამეტრები სულ მცირე ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდევრობითი ჩანაწერის მიხედვით ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, უნდა აღდგეს ყოველთვიური გამოთვლების სიხშირე.
3. გაზის ხარისხის გაზომვა სხვა პუნქტებში, სადაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი ახორციელებს ბუნებრივი გაზის ხარისხისა და შემადგენლობის მონიტორინგს:
ა) ქრომატოგრაფებით აღჭურვილ მიწოდების პუნქტებში მთლიანი თბოუნარიანობა უწყვეტად იზომება. მთლიანი თბოუნარიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი გამოითვლება დღის განმავლობაში ჩატარებული ანალიზების საშუალო მაჩვენებლით.
ბ) მიწოდების პუნქტებში, რომლებიც ქრომატოგრაფებით არ არიან აღჭურვილნი, მთლიანი თბოუნარიანობა იზომება ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ განსაზღვრულ ბუნებრივი გაზის საკონტროლო წერტილზე