1. საწარმო ახორციელებს ტექნიკური საშუალების შემოწმებას, მაჩვენებლების გაზომვას და ტესტირებას, ამ წესის  და ტექნიკური საშუალების ოპერირების, ტექნიკური მომსახურების და გაუმართაობის აღმოფხვრის (Troubleshooting) პროცედურის დაცვით.

2.ტექნიკური საშუალების მაჩვენებლების გაზომვა ხორციელდება გამზომი საშუალებების მეშვეობით, რომელიც დაკალიბრებულია და ხელმისაწვდომია ტექნიკური პერსონალისათვის.

3. ტექნიკური საშუალების დაკალიბრება უნდა განხორციელდეს პროცედურის თანახმად, რომელიც  სულ მცირე უნდა მოიცავდეს დაკალიბრების პერიოდულობას და შედეგების შენახვის საფეხურებს.

4. თუ ტექნიკური საშუალებების მაჩვენებლების გაზომვა ხორციელდება  პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, საწარმო, ამ საშუალების გამოყენებამდე, უნდა დარწმუნდეს, რომ ასეთი საშუალება მუშაობს გამართულა