1. დამოწმებისას გამოყენებული ეტალონები და გაზომვის საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს მის მიზანს, მიკვლევადი უნდა იყოს სახელმწიფო ეტალონებთან, უნდა წარმოადგენდეს დამოწმების, დაკალიბრების საიმედო პროგრამის ნაწილს.
2. დამოწმებული გაზომვის საშუალება უნდა გამოიყენებოდეს იმავე სიდიდის ან ამ სიდიდესთან პირდაპირ დაკავშირებული სიდიდეების გასაზომად ან სხვა განსაზღვრული სიდიდეების გასაზომად, რომლებიც იძლევა გაზომვის საშუალების მუშა მახასიათებლების შესახებ მონაცემებს.
3. დამმოწმებელს შეუძლია გამოიყენოს ზუსტად დაკალიბრებული საგამოცდო ნიმუშები (ეტალონები