1. დამოწმება (პირველადი და პერიოდული) იყოფა სამ განსხვავებულ შემადგენელ ნაწილად: მეტროლოგიური, ტექნიკური და ადმინისტრაციული გამოკვლევა.

2. მეტროლოგიური გამოკვლევა:

ა) მეტროლოგიური გამოკვლევა პირველადი დამოწმებისას უფრო სრულია, ვიდრე იმავე გაზომვის საშუალების პერიოდული დამოწმებისას;

ბ) პირველადი და პერიოდული დამოწმებისას დგინდება არსებული მეტროლოგიური და სამუშაო მახასიათებლები;

გ) პირველადი დამოწმებისას შესაძლოა ჩატარდეს გაზომვის საშუალების სკალის ყველა გადამრთველის, მართვის სახელურების სისტემატური შემოწმება, პერიოდული დამოწმებისას ეს კონტროლი ხორციელდება იმ ხარისხით, რასაც ითხოვს გაზომვის საშუალების ფაქტიური ექსპლუატაცია ან მისი იმიტაცია;

დ) პირველადი და პერიოდული დამოწმებისას გაზომვის საშუალების დამოწმება ხდება სამუშაო პირობებში დიაპაზონის ზღვრული და საშუალო მნიშვნელობებისათვის, რის საფუძველზეცგანსაზღვრება გაზომვის საშუალების ფაქტიური ცდომილება და დგინდება არის თუა არა ცდომილება დასაშვებ ზღვრებში.

3. ტექნიკური გამოკვლევა:

ტექნიკურმა გამოკვლევამ შეიძლება მოიცვას ისეთი შემოწმებები, როგორიცაა:

ა) გაზომვის საშუალების საერთო მდგომარეობის შემოწმება, დაზიანებების, ჭუჭყის, ცვეთის კვალის გამოვლენა;

ბ) გაზომვის საშუალების ადგილმდებარეობის სისწორის, მისი ჩვენების დანახვის შესაძლებლობის შემოწმება;

გ) ავტომატური სასწორების ჩვენების სისრულის შემოწმება (ჩვენება უნდა მოიცავდეს მასას, საქონლის ერთი ერთეულის ფასს, საერთო ფასს);

დ) გაზომვის საშუალებით თაღლითობის ან მისი განზრახ თაღლითურად გამოყენების შესაძლებლობების გამოკვლევა;

ე) გაჩერების მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანის თანმიმდევრობა.

4. ადმინისტრაციული გამოკვლევა:

ადმინისტრაციული გამოკვლევა შესაძლოა მოიცავდეს:

ა) იარლიყების, ცხრილების, წარწერების შემოწმებას;

ბ) ტიპის დამტკიცების დაღის და დამოწმების დაღის და თარიღის შემოწმებას;

გ) პლომბის, ჩამკეტის და სხვა მეტორლოგიური უსაფრთხოების მოწყობილობების მთლიანობის შემოწმებას;

დ) გაზომვის საშუალების ან მის ექსპლუატაციის მოწმობების ხელმისაწვდომობის შემოწმებას;

ე) საჭირო ტექნიკური დოკუმენტების და გრადუირების დიაგრამების ხელმისაწვდომობის შემოწმებას;

ვ) დამოწმების, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ოქმების შემოწმებას.

III. დამოწმების პროცე