1. თითოეული ეგზემპლარი გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება დამმოწმებელი უპირველესად განსაზღვრავს, რომ გაზომვის საშუალება მიეკუთნება სახეობას, რომელიც გამოიშვება როგორც დამტკიცებული ტიპის ასლი. მომხმარებელთან გაზომვის საშუალების დაყენების შემდეგ დამმოწმებელი ამოწმებს დაყენების სისწორეს(აღნიშნული შესაძლოა ეხებოდეს: გაზომვის საშუალების გაწონასწორებას თარაზოთი, გარემო პირობებს, მათ კონტროლს, ელექტრულ დამიწებას, ქსელის ძაბვის რეგულირებას ან სკალების ან ციფრული გამომთვლელი მოწყობილობის ჩვენების ხილვადობას).

2. მოთხოვნილი პირობების (ექსპლუატაციის სანიმუშო ან ნორმალური პირობების) არსებობის შემოწმების შემდეგ დამმოწმებელი ზომავს გაზომვის საშუალების შესაბამის მეტროლოგიურ მახასიათებლებს. ეს მახასიათებლები, უპირველესად, მოიცავს განსხვავებულ დიაპაზონებში მოცემულ წერტილებში გაზომვის საშუალების ძირითადი ცდომილებას (ან გაზომვის პროცესის ცდომილებას). თუ გასაზომ სიდიდეს შეუძლია იცვლებოდეს უწყვეტად ან საფეხურებად ავტომატურ რეჟიმში, დასაშვებია ცალკეული რთული გაზომვის საშუალებების დამოწმებისას ცალკეულ წერტილებში თანმიმდევრული გაზომვების ნაცვლად ავტომატური მოწყობილობის გამოყენება უწყვეტი ან საფეხურებრივი გამოცდების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ცდომილებების განსაზღვრის გარდა დამმოწმებელი ხშირად გამოცდის გაზომვის საშუალებების ცალკეულ მეორეხარისხოვან მეტროლოგიურ მახასიათებლებს. ეს შეიძლება მოიცავდეს თვითმწერის დრეიფს, ჰისტერეზისით გამოწვეულ სკალის ცდომილებას, ციფრული ჩვენებების ცვლილებას (ხმაური) გასაზომი სიდიდის ნულამდე მისაყვანად.

4. დამმოწმებელი ასევე უფლებამოსილია გამოიკვლიოს ისეთი (არა მეტროლოგიური) ტექნიკური მახასიათებლები, როგორიცაა მაკონტროლებელი და გაუმართაობის შესახებ გამაფრთხილებელი მოწყობილობის სათანადო მუშაობა.

5. დამმოწმებელი იწერს შედეგებს, ადგენს მოთხოვნებთან შესაბამისობას და იღებს საჭირო ზომებს, მაგალითად, დაღის დატანა ან მოწმობის გაცემა დამოწმების შესახებ.

6. პირველადი დამოწმება ხარისხის კონტროლის მეთოდით აღნიშნული მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოწმებას დაქვემდებარებული ტიპის ან გაზომვის საშუალებების დიდი რაოდენობის, მრავალფეროვნების და სირთულის, საგამოცდო მოწყობილობების, აგრეთვე მეტროლოგიური ინსტიტუტის პერსონალის შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაშ