1. კანონმდებლობით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში მეტროლოგიის ინსტიტუტი უფლებამოსილია ტიპის დამტკიცების შემდეგ არ ჩაატაროს გაზომვის საშუალების ტიპის ასლის სახით დამზადებული გაზომვის საშუალების პირველადი ან პერიოდული დამოწმება.

2.გაზომვის საშუალებები შეიძლება გათავისუფლდეს პირველადი დამოწმებისაგან:

ა) თუ მოთხოვნები ტიპის სიზუსტისადმი არ არის მაღალი;

ბ) თუ ცნობილია დამამზადებელის მიერ ტიპის საიმედოდ წარმოების შესახებ;

გ) თუ პროცესის კონტროლის ხარისხი და საიმედოობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ და აპრობირებულ მეთოდებს;

გ) თუ ტრანსპორტრირება ან დამონტაჟება გავლენას არ ახდენს გაზომვის საშუალების რეგულირებაზე, სიზუსტეზე ან ფუნქციონირებაზე.

3.პერიოდული დამოწმებიდან გათავისუფლება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის საშუალების ტიპის მეტროლოგიური ხარისხი არ იცვლება ექსპლუატაციის პროცესშ