1.პირველად დამოწმებას გადის ყველა ახალი გაზომვის საშუალება ან ახალი გაზომვის საშუალების ერთობლიობის ნიმუშები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც დაკანონებული გაზომვის საშუალებები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2.გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება ასევე ტარდება შეკეთების შემდეგ ან გაზომვის საშუალების გამოყენების სფეროს შეცვლისას.

3.გაზომვის საშუალებები ჩვეულებრივ ექვემდებარება როგორც ტიპის დამტკიცებას, ასევე დამოწმებას; ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოყენებული იქნეს მხოლოდ ერთ-ერთი ოპერაცია, თუ ეს დაშვებული იქნება საქართველოს კანონმდებლობი